ხაბიბისა და გეიჯის ბრძოლაში პირველი რაუნდი ორმა მსაჯმა გეიჯის სასარგებლოდ ჩათვალა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში ყველაზე დომინანტმა ჩემპიონმა UFC 254-ზე დიდი ალბათობით თავის კარიერაში საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა. ხაბიბმა ტიტული მესამედ დაიცვა და ბრძოლის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც შემდგომ გაირკვა ნურმაგომედოვის ეს გადაწყვეტილება ცნობილი არც მისი მწვრთნელისთვის, ხავიერ მენდესისთვის ყოფილა.
ხაბიბმა გეიჯი მეორე რაუნდში ეფექტური (triangle choke) მომგუდავი ილეთით დაამარცხა. პირველი რაუნდი თითქოს ასევე ნურმაგომედოვის მცირე უპირატესობით წარიმართა. ხაბიბმა რაუნდის ბოლოს გდებაც შეასრულა, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა შეხვედრის ორმა მსაჯმა სალ დიამატომ და ბენ კარტლიჯმა პირველ რაუნდში გამარჯვება ჯასტინ გეიჯის ჩაუწერეს. მესამე მსაჯმა დერეკ კლიერიმ კი საწყის 5-წუთიან მონაკვეთში ხაბიბის გამარჯვება დააფიქსირა.