ხაბიბ ნურმაგომედოვის დახმარებით, 50-ზე მეტი ნარკოდამოკიდებული განიკურნა
ხაბიბ ნურმაგომედოვის დახმარებით, 50-ზე მეტი ნარკოდამოკიდებული განიკურნა

შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობარმა და სპარინგ პარტნიორმა, მაგომედზაიდ ზაიდოვმა დაუმარცხებელი დაღესტნელი მებრძოლის ქველმოქმედებაზე ისაუბრა.

„ხაბიბი ძალიან აქტიურად არის ჩართული ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის პროცესში,  – ამბობს ზაიდოვი. – მისი დახმარებით 50-ზე მეტი ადამიანი განიკურნა ამ სენისგან.

აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ფინანსური დახმარებაზე, იყვნენ ადამიანები, რომელთათვისაც ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანის თანადგომა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ხაბიბი მათ დიდ დროს უთმობდა, ხშირად მოინახულებდა ხოლმე, სტუმრობისას გულუთადად ესაუბრებოდა და ამხნევებდა. ეს გაცილებით დიდი რამეა, ვიდრე უბრალოდ ფულის გადარიცხვა“.