ხაბიბ ნურმაგომედოვი ავტობიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს და „ოსკარის“ აღების იმედი აქვს

15:53, 20.02.2021

დაუმარცხებელი დაღესტნელი ჩემპიონი დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელიც ავტობიოგრაფიულია. ხაბიბ ნურმაგომედოვს იმედი აქვს, რომ ნამუშევარი „ოსკარსაც“ კი დაიმსახურებს.

„ახლა დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობ, რომელიც ჩემს შესახებ იქნება, – ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი. – ფილმს ერთ წელზე მეტი დასჭირდება, რადგან გვინდა, რომ ხარისხიანი გამოვიდეს და  „ოსკარის“ ნომინაცია მოიპოვოს.

ვთანამშრომლობთ ჰოლივუდთან. ეს იქნება ისტორია მთიელ ბიჭზე, რომელიც საუკეთესო მებრძოლი გახდა და არასდროს დამარცხებულა“.

მსგავსი