„ბიბისიმ“ 2020 წელს სპორტის ვარსკვლავის წოდება ხაბიბ ნურმაგომედოვს მიანიჭა
„ბიბისიმ“ 2020 წელს სპორტის ვარსკვლავის წოდება ხაბიბ ნურმაგომედოვს მიანიჭა

„ბიბისის“ ვერსით, წელს სპორტის ვარსკვლავის წოდება ცნობილ დაღესტნელ მებრძოლს, UFC-ის დაუმარცხებელ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს ერგო.

შერეული ორთაბრძოლების კავკასიელი ვარსკვლავის კონკურენტები იყვნენ: შვედი არმან დუპლანტისი (ჭოკით ხტომა), ამერიკელი ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი), ამერიკელი დასტინ ჯონსონი (გოლფი), ფრანგი ვენდი რენარი (ქალთა ფეხბურთი) და ირლანდიელი ქეით ტეილორი (მოკრივე გოგონა).

2019 წელს სპორტის ვარსკვლავის წოდება კენიელ მორბენალს, ელიუდ კიპჩოგეს მიანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ში უკანასკნელი ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და შესანიშნავი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BBC SPORT (@bbcsport)