კონორ მაკგრეგორის მარცხი უყურადღებოდ არც ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუტოვებია. მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონმა, რომელმაც ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ კარიერა დაასრულა, საკუთარ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა.
„ასე ხდება როდესაც იცვლი გუნდს, მიატოვებ იმ სპარინგ პარტნიორებს, რომლებმაც ჩემპიონი გაგხადეს და ვარჯიშს ბავშვებთან გააგრძელებ, შედეგს ასეთს მიიღებ.“