ხაბაროვსკში ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ხაბაროვსკში ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები კვლავ ხაბაროვსკის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ხაბაროვსკის მერიის ინფორმაციით, საპროტეტსო აქციაში 600-მდე ადამანი მონაიწლეობდა. დემონსტრაციის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ორი-სამი ათასია.
ფურგალის დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ხაბაროვსკში უკვე მესამე თვეა გრძელდება.
ფურგალი 9 ივლისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში, ასევე ერთ მეწარმეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. მას 9 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფურგალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.
20 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სერგეი ფურგალი გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მიხაილ დეგტიარევი დანიშნა.