კეთილშობილი მამაკაცი, საუკეთესო მამა - ჯორჯ ბუშ უმცროსმა მამის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა [ვიდეო]
კეთილშობილი მამაკაცი, საუკეთესო მამა, – ასე დაახასიათა ჯორჯ ბუშ უფროსი მისმა შვილმა. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა.
„დღეს თვალცრემლიანს მაინც მეღიმება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მამა ჩემ დას, რობინს ეხუტება და დედაჩემის, ბარბარას, ხელი უჭირავს”, – განაცხადა ჯორჯ ბუშ უმცროსმა.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის პანაშვიდს ვაშინგტონში დღეს ქვეყნის მოქმედ ლიდერ დონალდ ტრამპთან ერთად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი ესწრებოდნენ.
ჯორჯ ბუშ უმცროსმა მამასთან დამშვიდობებისას ემოციური სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ „ჯორჯ ბუშ უფროსს ისტორიის სახელმძღვანელოებში დაახასიათებენ, როგორც დიდებულ პრეზიდენტს”.
„ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება, რომ ჯორჯ ბუშ უფროსი დიდებული პრეზიდენტი, განუმეორებელი ოსტატობის დიპლომატი, უმრავი მიღწევის მქონე მთავარსარდალი და ჯენტლმენი იყო, რომელიც სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურა”“, – განაცხადა ჯორჯ ბუშ უმცროსმა.
ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ უელსის პრინცი, გერმანიის კანცლერი და იორდანიის მეფე.
ცერემონიის დასასრულს, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის სასახლე ტექსასში გადაიტანეს. აქ ხვალ ბუშ უფროსს კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს. აშშ-ის 41-ე ლიდერს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.