კერსტინ ლუნდგრენი - განგრძობადი ოკუპაციისა და ახალი მავთულხლართების შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭომდე მივიტანთ
განგრძობადი ოკუპაციისა და ახალი მავთულხლართების შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭომდე მივიტანთ, – ამის შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, კერსტინ ლუნდგრენმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მოწოდებაა, აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მიუღებელია განგრძობადი ოკუპაცია და ახალი მავთულხლართების გავლება, რომელიც ქართველ ხალხს კვლავ ყოფს. ჩვენ ვგმობთ ყველა მსგავს ქმედებას. პირადად მე არაერთხელ ვყოფილვარ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლების თანხმობით ხორციელდება ბორდერიზაცია და ქართველ ხალხს შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ვგმობთ ამას“, – აღნიშნა კერსტინ ლუნდგრენმა.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ოკუპაციის საკითხზე ღია და მკაფიო გზავნილები კეთდება.
„ჩვენ, როგორც მომხსენებლები, ვაგზავნით ღია გზავნილებს. ჩვენ ამას ევროსაბჭომდე მივიტანთ, როდესაც დავბრუნდებით ანგარიშებით. მე პირადად ამას შვედეთში ჩავიტან და უზრუნველვყოფ, რომ ხალხმა იცოდეს, რა ხდება“, – განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.cOXE