კერსტი კალიულაიდი - ვუსამძიმრებ ვენაში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს
კერსტი კალიულაიდი - ვუსამძიმრებ ვენაში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

„შოკირებული ვარ გასულ ღამეს ვენაში მომხდარი ფაქტით. ისევ და ისევ უნდა ითქვას: ტერორიზმი ვერ გაიმარჯვებს თავის ბოროტ განზრახვაში. ვუსამძიმრებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს“, – წერს კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნეს, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 დაშავდა. სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ოთხი ეჭვმიტანილი კი დააკავეს. ამ დროისთვის პოლიცია სულ მცირე, კიდევ ერთ პირს ეძებს.