კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საქმეზე თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება
კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.