კენტუკის შტატის ერთ-ერთ ბანკში სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კენტუკის შტატის ერთ-ერთ ბანკში სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

კენტუკის შტატის ერთ-ერთ ბანკში სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კერძოდ, როგორც „სიენენი“ წერს, შემთხვევა ქალაქ ლუისვილის ცენტრში, „ძველ ეროვნულ ბანკში“ მოხდა.

პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, თავმდამსხმელი მამაკაცი გარდაცვლილია, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ის. საპატრულო ეკიპაჟები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.