კენმორში გასამართ მსოფლიო თასის ეტაპზე საჯარიმო დრო შეამცირეს | ბიატლონი
ბიატლონის საერთაშორისო კავშირმა, კანადურ კენმორში გასამართ მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპის ინდივიდუალურ რბოლაში საჯარიმო დრო შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
სპორტსმენებს, სროლის აცილების შემთხვევაში, ერთი საჯარიმო წუთის ნაცვლად, 45 წამი დააკლდებათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 7 თებერვალს ინდივიდუალური რბოლები შემოკლებული ფორმატით გაიმართება – მამაკაცებში 15 კმ-ზე 20-ის ნაცვლად და ინდივიდუალური რბოლა ქალებში 12.5 კმ-ზე 15-ის ნაცვლად.
ესტაფეტები გადატანილია 8 თებერვლისთვის, ხოლო მას-სტარტები 9 თებერვალს გაიმართება. როგორც გამოცემა „ენერქეი“ (NRK) იტყობინება, ყველა ეს ცვლილება ყინვებითაა გამოწვეული.