კენიაში პოლიციის ოფიცერმა ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის საკუთარი ცოლი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის თქმით, პოლიციის ოფიცერმა, ბენსონ იმბასიმ ავტომატური იარაღის გამოყენებით ჯერ საკუთარი ცოლი მოკლა, შემდეგ ქუჩაში გავიდა და შვიდ ადამიანს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ინციდენტის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი, ორი კი დაჭრილია, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ადგილობრივი პოლიცია მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.