კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქციის გაორმაგება იგეგმება
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქციის გაორმაგება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების მიხედვით, ამ ქმედებისთვის ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრება.
დღეს მოქმედი კანონით, ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული იყო 500 ლარიანი ჯარიმა.