კემეროვოში მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმია მობილიზებული
კემეროვოში მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმია მობილიზებული

კემეროვოში, მოქალაქეების მიერ გამართულ მიტინგზე სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება. საპროტესტო აქცია კემეროვოს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სავაჭრო ცენტრში მომხდარის შესახებ სიმართლე მოჰყვნენ.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმის ექვსი ავტობუსი, შენობასთან კი „როსგვარდიის“ წევრები დგანან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიტინგში 4 ათასი ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტები ყვებიან, რომ ცეცხლმოკიდებული ბავშვების გადარჩენის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, მათთან სალაპარაკოდ კემეროვოს გუბერანტორი და რუსეთის პრეზიდენტი ვლდიმერ პუტინი მივიდნენ.

მედიის ცნობით, მომიტინგეებთან სასაუბროდ ვიცე გუბერნატორი სერგეი ციველევი მივიდა, მან აქტივისტებს პროზექტურებში მისვლა შესთავაზა.

გამოცემა „ვაშ გოროდისინფორამციით, ნათესავებმა პროზექტურებში 67 ცხედარი აღრიცხეს.

პარალელურად რუსი ოპოზიციონერის შტაბი ავრცელებს ცნობას, რომ კემეროვოში შეკრებილების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალის გმოყენებას აპირებს.

კემეროვოში სავაჭრო ცენტრშრი გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულად ითვლება 64 ადამიანი. 10 რჩება საავადმყოფოში. დილით კემეროვოში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, მან დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ტრაგედია სამსახურებრივმა გულგრილობამ გამოიწვია. რუსეთის ლიდერის თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან.

ხანძრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 5 პირი. მათ შორის სავაჭრო ცენტრის მეპატრონე და დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ხანძრის შეტყობინების სიგნალი გათიშა.