გერმანიის ქალაქ კელნში ქურთების მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაციის მონაწილეები სირიაში თურქეთის მიერ წამოწყებულ სახმელეთო ოპერაციას გმობენ და თურქეთის პრეზიდენტს ტერორისტს უწოდებენ.
საპროტესტო აქციაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. უსაფრთხოებას კი ორ ათასამდე სამართალდამცველი უზრუნველყოფს. პოლიცია ცდილობს, არ დაუშვას ერდოღანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები. მოხდა რამდენიმე უმნიშვნელო ინციდენტიც.