კელი დეგნანი - ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ, ქართველები გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან ამას
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ დიდი კამპანია მიმდინარეობს რუსეთთან აფილირებული ორგანიზაციების მიერ და მიმდინარე ჰიბრიდულ ომში რას აკეთებს საქართველოს მოკავშირე შეერთებული შტატები და რა როლი აქვს.
„მე მგონი ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობის, არეულობის გამოწვევისკენ. ქართველები გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან ამას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.