კელი დეგნანი - ვიმედოვნებდით, უზენაესი სასამართლო დაინახავდა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მათ მიიღეს თავიანთი გადაწყვეტილება და საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩით
კელი დეგნანი - ვიმედოვნებდით, უზენაესი სასამართლო დაინახავდა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მათ მიიღეს თავიანთი გადაწყვეტილება და საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩით

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო იმედგაცრუებულია ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის განცდაც კი ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში.

„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ თავიდანვე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით. შეერთებულმა შტატებმა ამ საქმით, დაკავების დროით, თავად ბრალდებებისა და, რა თქმა უნდა, განაჩენის გამოტანით თავისი შეშფოთება გამოხატა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის განცდაც კი, პოლიტიკური ჩარევის, ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მათ მიიღეს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
გუშინ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე სარჩელის განხილვა დაუშვებლად ცნო.