კელი დეგნანი - ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში ყოფნა და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა.
კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ასეც მოხდება.
„დეტალები უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკურმა ლიდერებმა, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ასეთი რამ. ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რას გადაწყვეტს ბატონი მელია. ის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, რაც მნიშვნელოვანი ადგილია.
ვფიქრობ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში იყოს, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს მისი ამომრჩევლები. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.