კელი დეგნანი - საუკეთესო და ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეები სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას, მთავრობის მითითებების გათვალისწინებაა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საუკეთესო და ერთადერთი გზაა, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიაობას, არის მთავრობის მითითებების გათვალისწინება, რომელიც შინ დარჩენას, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვას გულისხმობს.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ელჩის თქმით, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ვირუსის გავრცელების კონტროლი.
„საუკეთესო და ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიაობას, მთავრობის მითითებების გათვალისწინებაა: შინ დარჩენა, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვა. ახლა ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ვიფიქრებთ სხვებზე, ამ ვითარებას მალე გავუმკლავდებით. გთხოვთ, იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ“, – აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში, სადაც მან COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე ისაუბრა.