კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან ომსა და რეპრესიებს
კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან ომსა და რეპრესიებს

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან რთული საკითხი და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრა ნამდვილად არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი.

„ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას საკუთარი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, რაც არის უმთავრესი, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.