კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა კორონავირუსის კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ მასთან მუშაობით
კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა კორონავირუსის კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ მასთან მუშაობით

საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა კორონავირუსის კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ მასთან მუშაობით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით. ეს საგანგებო მდგომარეობა აქ კარგად იყო მართული, რომ ეკონომიკის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.