კელი დეგნანი - სანქციებთან დაკავშირებით გვჭირდება მეტი ინფორმაცია, როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა, რა დეტალები იქნება ფრენებთან დაკავშირებით, ვიდრე დავადგენთ, საჭიროა თუ არა ექსპორტზე კონტროლი ან სანქციები, ვვარაუდობ, რომ ეს შესაძლებელია
კელი დეგნანი - სანქციებთან დაკავშირებით გვჭირდება მეტი ინფორმაცია, როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა, რა დეტალები იქნება ფრენებთან დაკავშირებით, ვიდრე დავადგენთ, საჭიროა თუ არა ექსპორტზე კონტროლი ან სანქციები, ვვარაუდობ, რომ ეს შესაძლებელია

სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, როგორ უპასუხებს ამას საქართველოს მთავრობა, რა დეტალები იქნება პოტენციურ ფრენებთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ დავადგენთ, საჭიროა თუ არა ექსპორტზე კონტროლი ან სიტუაციის შესაბამისი სანქციების დაწესება, მე ვვარაუდობ, რომ ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენის გამო ხომ არ არის რაიმე სანქცია მოსალოდნელი.

„ვიტყოდი, რომ არის მნიშვნელოვანი განსხვავება დღევანდელ დღესა და 2019 წელს შორის იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრა, რუსეთმა დესტაბილიზაცია მოახდინა მთელ რეგიონში თავისი სასტიკი ომით, რომლის მიზანიც უკრაინის ტერიტორიების მიტაცება და იდენტობის ჩახშობაა. ეს დიდი სხვაობაა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ საქართველო ისე არაა დამოკიდებული რუსულ ტურიზმსა და ბიზნესებზე, როგორც ეს 2018 წელს იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ ფრენების აკრძალვამ გამოიწვია ის, რომ ბევრი ტურისტი სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა. არ არის აუცილებელი, საქართველო იყოს დამოკიდებული რუსულ ტურიზმზე ისევ. ეს აძლევს რუსეთს სახიფათო ბერკეტს თქვენს ეკონომიკაზე და ჩვენ ვნახეთ სხვა ბევრ ქვეყანაში, როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც დასჭირდება. საქართველოს არ სჭირდება ისევ იმავე ხაფანგში ჩავარდნა.

სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, როგორ უპასუხებს ამას საქართველოს მთავრობა, რა დეტალები იქნება პოტენციურ ფრენებთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ დავადგენთ საჭიროა თუ არა ექსპორტზე კონტროლი ან სიტუაციის შესაბამისი სანქციების დაწესება, მე ვვარაუდობ, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დეგნანმა.