კელი დეგნანი - სანქციების კოორდინატორებმა მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს, საქართველო ამ კუთხით კარგი პარტნიორია და გვჭირდება, სამომავლოდაც ვიყოთ ფხიზლად
რამდენიმე კვირის წინ გვქონდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორთა მნიშვნელოვანი ვიზიტი, მათ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამ კუთხით საქართველო კარგი პარტნიორია და სიფხიზლე სამომავლოდაც საჭიროა.
„რამდენიმე კვირის წინ გვქონდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორთა მნიშვნელოვანი ვიზიტი. მათ ისაუბრეს საქართველოს მთავრობასთან და მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის, რაც ვნახეთ, იმის მცდელობაში, რომ არ მოხდეს იმ კომპონენტების გადატანა, რასაც ვხედავთ ბრძოლის ველზე და რაც კლავს ხალხს უკრაინაში. სწორედ ამაზე იყო მთავარი ფოკუსი. საქართველო კარგი პარტნიორია ამ საკითხში და ჩვენ გვჭირდება, სამომავლოდაც ვიყოთ ფხიზლად. ბევრი ადამიანი ცდილობს სანქციების გვერდის ავლას, რომ ეს კომპონენტები რუსეთში შეიტანოს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ეს არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა დეგნანმა.