კელი დეგნანი - სანქციები არის ერთ-ერთი მექანიზმი, ნებისმიერ შემთხვევაში გვირჩევნია უთანხმოების დიალოგით მოგვარება
სანქციები არის ერთ-ერთი მექანიზმი. ნებისმიერ შემთხვევაში გვირჩევნია უთანხმოების დიალოგით მოგვარება, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის გამორჩეული მეგობარია და არა ცალკეული ინდივიდებისა და ჩინოვნიკების.
დეგნანის თქმით, ხშირ შემთხვევაში, უთანხმოება დიალოგით გვარდება.
„დიდწილად, ახლა რაც ხდება, არის რუსული დეზინფორმაცია და მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. როგორც განვაცხადე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა თქვა, სანქციები ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვირჩევნია უთანხმოების დიალოგით მოგვარება. ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფით. ხშირ შემთხვევაში, დიალოგია, რისი საშუალებითაც უთანხმოება გვარდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.