კელი დეგნანი - ქართველები თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს ექნება მოლოდინი, რომ კარგად შეხვდებიან ნებისმიერს, ვინც ახორციელებს ოკუპაციას, ყოფს ოჯახებს, აკავებს თქვენს მოქალაქეებს
ბათუმის პორტში ტურისტული გემის და რუსი ტურისტების ჩამოსვლის დროს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, რომელიც ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ აქციას შეეხებოდა.
„ვფიქრობ, ძალიან ცხადად აჩვენეს ბათუმში და ყველგან, რომ ამას არ მიესალმებიან. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე და თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმესთვის მოულოდნელობა იქნება ან ვინმეს ექნება მოლოდინი, რომ კარგად შეხვდებიან ნებისმიერს, ვინც ახორციელებს ოკუპაციას, ვინც ყოფს ოჯახებს, ვინც აკავებს თქვენს მოქალაქეებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმესთვის მოულოდნელობა იქნება, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმება ამ გემის ჩამოსვლას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.