კელი დეგნანი - მოხარული ვართ ბათუმში ყოფნით, რათა აღვნიშნოთ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი, ქართველ პარტნიორებთან ერთად აჭარაში მრავალ სფეროში ვთანამშრომლობთ
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აჭარას სტუმრობს.
როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია დღეს ბათუმში ყოფნით, რათა აღნიშნონ აშშ-სა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი.
„მქონდა შესაძლებლობა, ვწვეოდი ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს. დღეს საღამოს მიღება არის მადლობის გამოხატვა ჩვენი პარტნიორების მიმართ აქ, აჭარაში იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელსაც ერთად ვეწეოდით 30 წლის განმავლობაში. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რაც დაეხმარა ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი დემოკრატიის, ადგილობრივი მთავრობის განვითარებას, ისევე როგორც თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში და სხვა მრავალი სფერო, რომელშიც ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ერთად აქ, აჭარაში ვთანამშრომლობთ. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს აჭარაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.