კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ საქართველო, ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობა, აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს იმდენად, რამდენადაც შეუძლია
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ საკითხები, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ საქართველო, ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობა, აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს იმდენად, რამდენადაც შეუძლია.
მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ, იქნებოდა ეს სანქციები ირანისა თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, აშშ და ყველა ქვეყანა, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს მხარდასაჭერად გამოიყო მილიარდი დოლარი, ჩემი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოს შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერების დასახმარებლად. საქართველოს თავდაცვის ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე იყო 2008 წელს, რაც არის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან ძლიერი თანამშრომლობისა და პარტნიორობის შედეგი. ამ ვითარებაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ვაჩვენოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის ამ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კლავს ათასობით მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს.
სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე გავლენის მოსახდენად. მე ვაცხადებ მკაფიოდ, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ არ სურთ, თუ ეს არ არის ის, რაც მათ გადაწყვიტეს, რომ გააკეთონ. ორმხრივი სანქციები საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ის, რაც მოსალოდნელია ყველა ქვეყნისგან და მათ შორის ჩემი ქვეყნისგან, რომლებიც დგანან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის აღსრულება. საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ, იქნებოდა ეს სანქციები ირანისა თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, აშშ და ყველა ქვეყანა, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების.
ასე რომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ საკითხები, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე. საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შესაძლოა, არ აისახოს საქართველოზე პირდაპირ. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება და გაგება, რომ საქართველო, ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობა, აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს იმდენად, რამდენადაც შეუძლია. არის შედეგები ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო სასანქციო რეჟიმს. ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ვფიქრობ, საკვანძო საკითხია, რომ ჩვენ ყველა ვაგზავნით უკრაინისადმი მხარდაჭერის ერთიან გზავნილს და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის აღსრულება“, – განაცხადა დეგნანმა.