კელი დეგნანი - მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება და შეფასდეს მდგომარეობა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება.
ელჩის თქმით, შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუკერძოებელი შეფასება.
„მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება. ამაზე უნდა იყოს აქცენტი. მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება და შეფასდეს მისი მდგომარეობა, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა.
შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიუკერძოებელი შეფასება, რომლის ნდობაც ყველას შეუძლია. ასე რომ, შემდგომი სამოქმედო გზა შეიძლება, ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, მაგრამ ფუნდამენტურად ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და უმთავრესი მნიშვნელობის უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ ბატონმა სააკაშვილმა, ან მის მდგომარეობაში მყოფმა ნებისმიერმა მიიღოს ზრუნვა, რაც მას სჭირდება, “, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ.