კელი დეგნანი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, სერიოზული მდგომარეობაა, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს
ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება.
„ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, ეს არის შეშფოთების საგანი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მან აღმოუჩინოს ის საჭირო დახმარება, რაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა, თუ რა დიაგნოზია და ამის შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა“, – აღნიშნა დეგნანმა.