კელი დეგნანი - დიდ პატივს ვცემ ირაკლი კობახიძის ცოდნას, საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ საკონსტიტუციო სამართლის მრავალი სპეციალისტი ჰყავს, ასევე მეც მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება
ორპროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და პარლამენტში იქნება წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმა, მოსაზრება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის.
„რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტის, რომლებთანაც საქართველოში შეხვედრის სიამოვნება მხვდა წილად. ამ ქვეყანას ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში მრავალი განათლებული და კარგად ინფორმირებული სპეციალისტი. მე ასევე მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება, მათ შორის კონსტიტუციის შემუშავებაში მიმიღია მონაწილეობა. ეს მოიცავდა შედარებით ანალიზსს სხადასხვა კონსტიტუტებსა და აპოლიტიკურ სისტემებს შორის იმის შესადარებლად, თუ რა მუშაობდა კარგად ამა თუ იმ სისტემაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო, თუმცა საბოლოოდ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის.
საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს იმ საკითხზე დებატებსა და განხილვებს, თუ რა არის სწორი საქართველოსთვის. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არის 1-პროცენტიანი ბარიერი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არევნებში. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიის, შეთანხმდა, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, რომ ამ დაბალი ბარიერის შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა ძალიან მრავალფეროვანი პარტია. ამ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, ისინი შეთანხდნენ, რომ დაბალი 2-პროცენტიანი ბარიერი და სრულად პროპორციული სისტემა არის ამჟამად საქართველოსა და მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ინტერესებში. მრავალი ადამიანი ელოდებოდა, რომ სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2019 წელს ამოქმედდებოდა. ეს საკითხია ახლა კონსტიტუციაში და 2-პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და პარლამენტში იქნება წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმა, მოსაზრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს პოლიტკური ლიდერების შეთანხმება, რაც შეესაბამება ამჟამად საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.