კელი დეგნანი - დასავლეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან ეს ეხება ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რაც ღირებულია ქართველებისთვის და მსოფლიოს ნებისმიერი ხალხისთვის
კელი დეგნანი - დასავლეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან ეს ეხება ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რაც ღირებულია ქართველებისთვის და მსოფლიოს ნებისმიერი ხალხისთვის

დასავლეთი მტკიცე და ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან ეს ეხება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, ეს არის ის, რაც ღირებულია ქართველებისთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ხალხისთვის.

„ვფიქრობ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გუშინდელი რეზოლუციისთვის ხმის მიცემა მკაფიო დემონსტრირებაა, რომ დასავლეთი ერთიანია იმის საწინააღმდეგოდ, რაც პუტინმა უკრაინაში წამოიწყო, რაც არის რუსული იმპერიის აღდგენის მკაფიო მცდელობა. ვისაც წარმოუდგენია, რომ ეს არის ის, რისი გაგრძელება შესაძლებელია, ის თავს იტყუებს. ეს წარსულია, რომელზეც საქართველომ და მისმა მსგავსმა ქვეყნებმა 1990-იან წლებში უარი თქვეს, უარი თქვეს მანამდეც და ვხედავთ, რომ ისინი უარს ამბობენ ახლაც.

დასავლეთი მტკიცე და ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან ეს ეხება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს არის ის, რაც ღირებულია ქართველებისთვის, ისევე როგორც ამერიკელების, ევროპელების, იაპონელებისა და მსოფლიოს ნებისმიერი ხალხისთვის, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და დემოკრატიის, სჯერა ხალხის უფლების, თავად აირჩიოს პარტნიორები, მოკავშირეები და ცხოვრების საკუთარი გზა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.