კელი დეგნანი - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნები თავისუფალ და სანდო გარემოში ჩატარდეს
კელი დეგნანი - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნები თავისუფალ და სანდო გარემოში ჩატარდეს

არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ხალხი მას დიდ ყურადღებას მიაქცევს. ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს არის შანსი, კიდევ ერთხელ აჩვენოს მსოფლიოს, რომ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია და ყველა მომდევნო არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ახლა პარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმას და საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები ამ არაორდინარულ ვითარებაში. როგორც მე ვიცი, არჩევნების თარიღი არ არის დანიშნული. თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით საუბრები უკავშირდება მთავრობის გეგმას კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით, როგორც ამას სხვა ქვეყნების მთავრობები განიხილავენ, რადგან პანდემიის გამო უპრეცედენტო დროა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სანდო გარემოში ჩატარდეს და ყველა ქართველის ხმა ისმოდეს პარლამენტში. ეს არის ის, რაც ქართველებს სურთ“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.