კელი დეგნანი - ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაში შედის, შევხვდე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, რათა განვიხილოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი საკითხი
ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაში შედის, შევხვდე საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას, რომ ის შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.
„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაში შედის, შევხვდე საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, ეს იქნება ბიზნესწრეები სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტები თუ სხვა, რათა განვიხილოთ მრავალი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რაც პრიორიტეტულია საქართველოს მოსახლეობისთვის. შესაბამისად, თანამშრომლობის ახალი გზები დავსახოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.