კელი დეგნანი - აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
კელი დეგნანი - აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ამერიკის შეეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, ვილაპარაკებთ სიმართლეს, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საკუთარი მოქალაქეების დაცვაში, – ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, ირონიულია, როდესაც რუსეთი აკრიტიკებს საქართველოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებით, სწორედ რუსეთი იყო მთავარი დაბრკოლება ამ მექანიზმის გააქტიურებაში.

„ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეპასუხა ამ ინციდენტისთვის სწრაფად და მშვიდობიანად, რათა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები, რისი უფლებაც მას აქვს“, – განაცხადა დეგნანმა.