კელი დეგნანი - არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტი არის, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს
ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრის ქონდეს, თუმცა, არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტი არის, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ელჩების მიმართ ოპოზიციის წარმომდგენლების მხრიდან გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შესახებ.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს ჯანდაცვა, განავითაროს თავდაცვა, შექმნას სამუშაო ადგილები ქართველებისთვის.
„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.