კახა კალაძე - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, მიიღება ყველა ის ღონისძიება, რაც ამ ეტაპზე საჭიროა
კახა კალაძე - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, მიიღება ყველა ის ღონისძიება, რაც ამ ეტაპზე საჭიროა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ უწყებათაშორისი sსაკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მიიღება ყველა ის ღონისძიება, რაც ამ ეტაპზე საჭიროა. კახა კალაძის თქმით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„თუ დადგება იმის საჭიროება, რომ შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. დარგის სპეციალისტებთან ჩვენ ყოველდღიურ რეჯიმში გვაქვს კომუნიკაცია და ის საჭიროებები, რაც იყო გასაკეთებელი და გასატარებელი ღონისძიებები, დღეის მდგომარეობით ყველაფერი არის შესრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ლელოს“ შეთავაზებას, ინტერპარტიული საბჭოს შექმნის თაობაზე, კახა კალაძე აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, უკვე შექმნილია და მასში ჩართულია სხვასხვა უწყებები და დარგის სპეციალისტები.

„შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამაში ჩართულია სხვასხვა უწყებები, დარგის სპეციალისტები და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო რჩევებს ვითვალისწინებთ, რომელიც ზოგადად მსოფლიოში ვრცელდება. თუ მათ აქვთ სურვილი, მიიღონ ინფორმაცია, რა კეთდება და რას აკეთებს სახელმწიფო და რა გადაწყვეტილებებს იღებს, მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, თუ საჭიროება მოითხოვს, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ჩვენი ექსპერტების რჩევებით და მითითებებით ვიღებთ, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.