კახა კალაძე - შეკავების პერიოდიდან შიდა გავრცელების პერიოდზე გადავედით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო
შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შიდა გადაცემის დაფიქსირების გამო, თუ საჭირო გახდება, თვითიზოლაციის წესები გამკაცრდება.
„ის, რომ შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ყველა ველოდებოდით და საუბარიც იყო. შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ საჭირო იქნება გამკაცრება, მომდევნო დღეების განმავლობაში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ ცნობილი იქნება ყველასთვის. თუ არის დამატებითი ღონისძიებები, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.