Kavkaz Jazz ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა
Kavkaz Jazz ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა

თბილისში მე-9 Kavkaz Jazz ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. კონცერტს აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიამ უმასპინძლა.

ერთ სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. საღამო თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გაიმართა.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიაში ჯაზის განვითარებას სხვადასხვა შემსრულებელთა კულტურულ დიალოგს და მათ დაახლოებას.