კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების თემაზე კონფერენცია გაიხსნა
კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების თემაზე კონფერენცია გაიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია გაიხსნა.

ფორუმი ეძღვნება კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში.

ღონისძიების მიზანია საქართველოში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მასთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხების განხილვა.

კონფერენცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიებლერმა და საქართველოში რუმინეთის ელჩმა რადუ ჰორუმბამ გახსნეს.