კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა და წარმატება უსურვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.