„კავასიურ სახლში“ ჟურნალ „აფრას“ 20 წლის იუბილე აღინიშნა
„კავასიურ სახლში“ ჟურნალ „აფრას“ 20 წლის იუბილე აღინიშნა

„კავკასიურ სახლში“ ჟურნალ „აფრას“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამ დროისთვის სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალის 21 ნომერია გამოსული.

ჟურნალის მიზანია მოახდინოს, როგორც მხატვრული და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმანის, ასევე კრიტიკული აზროვნების სტიმულირება საქართველოში; წარმოაჩინოს ძველი და თანამედროვე ეპოქების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები; ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული სინამდვილის გააზრებას.

ჟურნალი ,,აფრა“ დაარსდა 1997 წელს ,,კავკასიურ სახლში“ და მას შემდეგ უწყვეტად გამოიცემა.