“სან ანტონიო სპერსმა” ნბა-ს ახალი სეზონი ორი ლიდერის – კავაი ლეონარდისა და ტონი პარკერის გარეშე დაიწყო. ორივე კალათბურთელს ტრავმები აწუხებთ.
გუნდის მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის განცხადებით ფრანგი გამთამაშებელი, ისევე, როგორც კავაი ლეონარდი, ტეხასურ გუნდს დაახლოებით 2 კვირაში დაუბრუნდება.
ლეგენდარული მწვრთნელის თქმით პარკერის აღდგენითი პროცესი უფრო სწრაფად დასრულდება ვიდრე ლეონარდის.
35 წლის პარკერმა ჯვარედინი იოგის დაზიანება წინა წლის საპლეიოფო შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს. კავაის კი კოჭი აქვს დაზიანებული.
“სან ანტონიომ” ორი ლიდერის გარეშე ახალ სეზონში უკვე გამართა 10 შეხვედრა, საიდანაც 6 თამაშში გაიმარჯვა.