„ტორონტო რეპტორზის“ ახალბედა კავაი ლენარდი, შესაძლოა, კანადურ კლუბში დიდი ხნით დარჩეს. როგორც ირკვევა, NBA-ის ვარსკვლავს ახალ კლუბში სიტუაცია მოეწონა.
„მას შეუყვარდა ტორონტო. ის არ წავა აქედან. ამის შესახებ მელაპარაკა”, – ციტირებს Sportando ლენარდთან დაახლოებული წყაროს სიტყვებს.
კავაი ლენარდი „ტორონტოში“ გაცვლის შედეგად აღმოჩნდა, მის ნაცვლად, „სან ანტონიოში“ დემარ დეროზანი წავიდა.
ექსპერტების პროგნოზით, ლენარდი „ტორონტოში“ კონტრაქტით დარჩენილ ერთ წელს გაატარებს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა.