კატრინ კოლონა - სადავო კანონპროექტის გაწვევა მისასალმებელია, ეს აუცილებელი იყო
სადავო კანონპროექტის გაწვევა მისასალმებელია, ეს აუცილებელი იყო, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„18 თებერვალს, ჩემს ქართველ კოლეგას მოვუწოდე ძალისხმევის გაგრძელებისკენ კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, რაც აუცილებელია მისი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დასაახლოებლად“, – წერს კატრინ კოლონა.
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.