კათოლიკეები, ევანგელურ-ლუთერული და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები დღეს ამაღლებას აღნიშნავენ
დღეს კათოლიკეები, ევანგელურ-ლუთერული და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები ამაღლებას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხეში, წმინდა ფრანცისკეს სახელობის კათოლიკურ სამლოცველოში სადღესასწაულო ღვთისმსახურება მამა ფილიპემ ჩაატარა.
წირვის დასრულების შემდეგ მამა ფილიპემ მრევლი აზიარა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა.
უფლის ამაღლება აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სულიწმიდის მოფენამდე დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, შემდეგ კი წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. ამ სიტყვების მერე ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას 17 მაისს აღნიშნავს.