კატარის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული უთანხმოება უნდა გადაილახოს ღაზაში ომის დასასრულებლად
კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ფუნდამენტური უთანხმოება უნდა გადაილახოს ღაზაში ომის დასასრულებლად.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სხვადასხვა შემთხვევაში ორივე მხარის ქმედებები კონტრპროდუქტიულია მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის. ვიდრე ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს, როგორც მედიატორის როლს, ყველანაირად ვცდილობთ, არ მივიჩნიოთ თავი კონფლიქტის მხარედ“, – აღნიშნა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ.
მისივე თქმით, კატარი დიდი ხნის განმავლობაში დებდა ძალისხმევას, რათა გადაელახათ ფუნდამენტური განსხვავება „ჰამასის“ და ისრაელის სურვილებს შორის.
„ჩვენ ვცდილობთ ერთი კონკრეტული გეგმის მიღწევას – ამ ომის, ღაზაში ხალხის ტანჯვის დასასრულებლად და მძევლების დასაბრუნებლად“, – განაცხადა კატარის მთავრობის ხელმძღვანელმა.