კატარის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული
კატარის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი პროგრესია მიღწეული, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე კი აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულ, ლოგისტიკურ საკითხებზეა და არა შეთანხმების ძირითად არსზე.

„როდესაც მიზანს უახლოვდებით, გრძნობთ, რომ თქვენი ნდობის დონე იზრდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც მივაღწევთ ამ წერტილს. მოლაპარაკების პროცესი დროდადრო განიცდის აღმავლობასა და ვარდნას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ ახლა მე უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საკმარისად ახლოს ვართ, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია, ადამიანები დააბრუნოს საკუთარ სახლებში“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.