კატარის ემირი - ისრაელმა არ უნდა მიიღოს მკვლელობებზე შეუზღუდავი თანხმობა
ისრაელმა არ უნდა მიიღოს მკვლელობებზე შეუზღუდავი თანხმობა, – ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ განაცხადა.
კატარის ემირის თქმით, დაუშვებელია გაჩუმება იმ უპრეცედენტო ბარბაროსულ დაბომბვასთან დაკავშირებით, რომელსაც ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა ექვემდებარება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ადგილას.
„ჩვენ არ ვიღებთ ორმაგ სტანდარტებს და ისეთ მოქმედებას, თითქოს პალესტინელი ბავშვების სიცოცხლე არ ითვლება, თითქოს არც სახეები აქვთ და არც სახელები. ის, რაც ხდება, უკიდურესად საშიშია, მათ შორის ყველა ღირებულებაზე, ნორმასა და რელიგიაზე დაბიჯება. ჩვენ ვამბობთ საკმარისია; ისრაელს არ უნდა მიეცეს უპირობო მწვანე შუქი და მკვლელობის შეუზღუდავი ნებართვა. ოკუპაციის, ალყისა და გადასახლების რეალობა არ უნდა იყოს იგნორირებული და არ უნდა დავუშვათ ჩვენს დროში წყლის, წამლებისა და საკვების შეწყვეტა, როგორც იარაღი მთელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო პოზიციისკენ ამ სახიფათო ესკალაციის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა კატარის ემირმა.