კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეიტანა
კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეიტანა, – ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
ინიციატორი მემარცხენე პარტია CUP-ია. ხმის მიცემაში მონაწილეობა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ყველა პარტიამ მიიღო.
პარტიის ინიციატივას ძირითადი დოკუმენტის შესწორების სახით განიხილავენ, რის შედეგადაც კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური, ბრიუსელში მყოფი კარლეს პუიჩდემონი ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას კიდევ ერთხელ შეძლებს.
პარლამენტის იურისტებმა დეპუტატები გააფრთხილეს, რომ ამ ინიციატივაზე განხილვის დაწყება ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირისპირდება.